რუსეთის დუმა სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელს ამკაცრებს
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი სასჯელის გამკაცრების შესახებ ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა დეზერტირობა, სამხედრო ქონების დაზიანება და დაუმორჩილებლობა, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია სამხედრო მობილიზაციის ან საბრძოლო სიტუაციების დროს.
Reuters-ის ცნობით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ნებაყოფლობითი ჩაბარება რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის დანაშაულად ითვლება და 10 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კანონპროექტი იმ ფონზე დამტკიცდა, როდესაც რუსეთში მიმდინარეობს დებატები შესაძლო მობილიზაციის შესახებ.
კრემლმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო კამპანიის გასაძლიერებლად საერთო მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით განხილვა არ მიმდინარეობს. ამასთან, რუსი პოლიტიკოსების ნაწილი სრული მობილიზაციის გამოცხადების ინიციატივით გამოდის.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
