"უკრაინის ნატო-ში მიღებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, რაც ალიანსში ესმით"
უკრაინის ნატო-ში მიღებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, რაც ალიანსში ესმით. ამის შესახებ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვენედიქტოვმა განაცხადა.
მან უკრაინის მიერ ნატო-ში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადის შეტანას „პროპაგანდისტული სვლა“ უწოდა.
„კიევს შესანიშნავად ესმის, რომ ასეთი ნაბიჯი ნიშნავს გარანტირებულ ესკალაციას მესამე მსოფლიო ომამდე. როგორც ჩანს, გათვლაც ამაზეა – შეიქმნას საინფორმაციო ხმაური და მოხდეს კვლავ ყურადღების მიქცევა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოწყვეტილია რეალობას კიევის რეჟიმის მრავალი წარმომადგენელი, არ გამიკვირდება, თუ ვინმე იქ მართლაც იმედოვნებს მათი ქვეყნის ნატო-ში მიღებას“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
ვენედიქტოვის განცხადებით, დასავლური ქვეყნების რეალური ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი „კონფლიქტის უშუალო მხარეს“ წარმოადგენენ. როგორც მან აღნიშნა, ნატო-ში უკრაინის მიღება ამ მონაწილეობას ავტომატურად გადაიყვანს ახალ ხარისხში, რადგან ამოქმედდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი. ვენედიქტოვის თქმით, ასეთ ქმედებებს ექნება სერიოზული შედეგები მთელი კაცობრიობისთვის.
„ამ ნაბიჯის თვითმკვლელობითობა ესმით თავად ნატოელებს“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
„ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება: უკრაინის ნატო-ში ან აშშ-ის ეგიდით შექმნილი რამე სხვა ალიანსებში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ვენედიქტოვმა.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
