"ჩვენ ვებრძვით მყეფარე ძაღლების დიდ ხროვას დასავლური გალიებიდან"
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი საკუთარი ისტორიული მიწების დასაცავად იბრძვის.
„რუსეთი უზარმაზარი და მდიდარი ქვეყანაა. ჩვენ არ გვჭირდება უცხო ტერიტორიები, ყველაფერი უხვად გვაქვს. ჩვენი მიწა ჩვენთვის წმინდაა, რომელზეც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ და რომელზედაც დღეს ჩვენი ხალხი ცხოვრობს და რომელსაც ჩვენ არავის მივცემთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ხალხს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისთვის, ისტორიისთვის“, - აღნიშნა მედვედევმა.
მისი თქმით, რუსები „ებრძვიან გიჟი ნარკომან-ნაცისტების გროვას და მათგან დაშინებულ ხალხს, ასევე მყეფარე ძაღლების დიდ ხროვას დასავლური გალიებიდან“ და ამიტომ მათ „წმინდა ძალა შეიძინეს“.
„გვაქვს შესაძლებლობა, ყველა მტერი ცეცხლოვან გეენაში გავაგზავნოთ, მაგრამ ეს ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენ გულში ვუსმენთ შემოქმედის სიტყვებს და ვემორჩილებით. ეს სიტყვები წმინდა მიზანს გვაძლევს. მიზანია ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველის შეჩერება, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელს გამოიყენებს - სატანა, ლუციფერი თუ იბლისს, მისი მიზანი სიკვდილია. ჩვენი მიზანი სიცოცხლეა. მისი იარაღი ჩახლართული ტყუილია, ჩვენი იარაღი სიმართლეა. ამიტომ არის ჩვენი საქმე სწორი. ამიტომ გამარჯვება ჩვენი იქნება!“ - აღნიშნა მედვედევმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
