"ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს"
ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
“ქმედებები უფრო ხმამაღალია, ვიდრე სიტყვები. ჩვენ არ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს. რუსეთის დაჯგუფების ნაწილი ქალაქშია და რეგიონში ჩადიან დამატებითი რეზერვები. უკრაინა ტერიტორიებს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ათავისუფლებს და არა სატელევიზიო განცხადებებზე”, - წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონის დატოვების თაობაზე ბრძანება გასცა. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის სერგეი სუროვიკინის განცხადებით, გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების შეფასების შემდეგ იქნა მიღებული.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
