"ზელენსკის განცხადება რომ „მინსკი-3“ არ იქნება, აბსოლუტურად ადასტურებს, რომ კიევს მოლაპარაკებები არ სურს"
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ „მინსკი-3“ არ იქნება, ადასტურებს კიევის პოზიციას, რომ მოლაპარაკებები არ სურს, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა.
კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ზელენსკის ეს სიტყვები პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების გამართვა არ სურთ, პესკოვმა უპასუხა „აბსოლუტურად ადასტურებს“.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთის სიტყვებს ვერავინ ენდობა.
„მინსკი-3“ არ იქნება, რომელსაც რუსეთი ხელმოწერისთანავე დაარღვევს. თუ არ არსებობს კონკრეტული ქმედებები მშვიდობის აღსადგენად, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უბრალოდ სურს მოგატყუოთ ყველა თქვენგანი, მოატყუოს მსოფლიო და გაყინოს ომი სწორედ მაშინ, როდესაც მისი დამარცხებები განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. არ დავუშვებთ, რუსეთმა გააძლიეროს თავისი ძალები და შემდეგ დაიწყოს ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია. დარწმუნებული ვარ, ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დესტრუქციული ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "ჩერნობილი" კავკასიაში - რუსების კიდევ ერთი დამცირება: ამერიკელები პუტინს სომხეთის ენერგეტიკიდან აძევებენ
- "მხოლოდ ვიქტორ ორბანს შეუძლია, იფიქროს მუცლის გაზრდაზე და არა ბუდაპეშტში რუსული ტანკების გამოჩენაზე" - ზელენსკი
- პრომეთე, სათაფლია, მარტვილი, ოკაცე - ახალი ფასები კანიონებსა და მღვიმეებზე
- "ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია - სადებატო არაფერია" - „გახარია საქართველოსთვის“
- "რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში" - საქართველოს რკინიგზა
