მსოფლიოს მოსახლეობამ რვა მილიარდს გადააჭარბა

გაერო-ს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობამ რვა მილიარდს გადააჭარბა.

მსოფლიოს მოსახლეობა ბოლო ათწლეულში ერთი მილიარდით გაიზარდა. გაერო-ს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობა 1950 წლის რაოდენობასთან შედარებით, სამჯერ მეტია. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე ოდესმე, რადგან ადამიანები უფრო მეტხანს ცხოვრობენ, მოსახლეობის ზრდა არის ყველაზე ნელი ტემპით ბოლო 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

 

2020 წელს გლობალური მოსახლეობის ზრდის ტემპი ერთ პროცენტზე დაბლა დაეცა, რაც დიდწილად განპირობებულია შობადობის შემცირებით. გაერო-ს ინფორმაციით, გლობალური მოსახლეობაც ბერდება – ათი პროცენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა და ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის 16 პროცენტამდე გაიზრდება.

 

მსოფლიოში ორი ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონია აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სადაც 2.3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ცენტრალური და სამხრეთ აზია, სადაც 2.1 მილიარდი ადამიანია დასახლებული.

 

ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე დასახლებული ქვეყნებია, თითოეულში 1.4 მილიარდი ადამიანით. გაერო-ს პროგნოზების საფუძველზე, ინდოეთი მომავალ წელს პირველად გადაასწრებს ჩინეთს მოსახლეობის რაოდენობით.

 

2050 წლამდე დაგეგმილი ზრდის ნახევარზე მეტი კონცენტრირებული იქნება რვა ქვეყანაში: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ინდოეთში, ნიგერიაში, პაკისტანში, ფილიპინებში და ტანზანიაში.

 

გაერო-ს ანგარიშის თანახმად, ადამიანთა ორ მესამედზე მეტი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ქალებს ჰყავთ ორი ან ნაკლები შვილი. 61 ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლამდე შემცირდება ერთი პროცენტით ან მეტით – შობადობის შემცირების ან მიგრაციის დონის გამო.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის ომი უზარმაზარ გავლენას ახდენს თავის მოსახლეობაზე – პროგნოზები აჩვენებს, რომ 2050 წლისთვის იგი დაკარგავს მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტს.

 

გაერო-ს ანგარიშის თანახმად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოთხი სხვა ქვეყანა – ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა და სერბეთი განიცდიან მოსახლეობის მსგავს შემცირებას მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობა გააგრძელებს ზრდას – დაახლოებით 8.5 მილიარდი ადამიანი 2030 წლისთვის და 9.7 მილიარდი 2050 წლისთვის.

წაკითხვა 212 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.