"ჩვენი მიზანია კონფლიქტის დასრულება" - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით მიაწოდოს, „უბრალოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს“. ამის შესახებ მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინმა Patriot-ს უწოდა „საკმაოდ ძველი სისტემა“, რომელიც, მისი თქმით, არ მუშაობს რუსეთის С-300-ის მსგავსად.
„ვინც გვეწინააღმდეგება, გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს არის ვითომ თავდაცვითი იარაღი. კარგი, კარგი, ჩვენ ამას უბრალოდ მხედველობაში მივიღებთ. შხამის საწინააღმდეგო ყოველთვის მოიძებნება. ამიტომ, ვინც ამას აკეთებს, ამაოდ აკეთებს. ეს მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებაა და მეტი არაფერი“, - განაცხადა მან.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია უკრაინაში კონფლიქტის დასრულება.
„ჩვენი მიზანია ამ კონფლიქტის დასრულება. ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და გავაგრძელებთ სვლას. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დასრულდეს და რაც უფრო მალე, მით უკეთესი. რა თქმა უნდა“ , - განაცხადა პუტინმა სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
