"პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს" - მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს.
პოდოლიაკმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის მზადაა, იქვე კი უკრაინა და დასავლეთი დაადანაშაულა, რომ ისინი კომპრომისზე უარს აცხადებენ.
„პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს.
რუსეთი უკრაინას თავს სხვისი დახმარების გარეშე დაესხა და კლავს მოქალაქეებს. სხვა "ქვეყნები, მოტივები, გეოპოლიტიკა" არარსებობს.
რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, მაგრამ ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. ეს აშკარაა, ამიტომ ჩვენ ვინაცვლებთ ტრიბუნალისკენ”, - განაცხადა პოდოლიაკმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
