რუსულმა ძალებმა ხარკოვში ბაზარი დაბომბეს
რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის შევჩენკოვოს დასახლებაში, ბაზარზე სარაკეტო იერიში განახორციელეს.
„კუპიანსკის რაიონის შევჩენკოვოს დასახლებაში დაფიქსირდა სარაკეტო დარტყმა ადგილობრივ ბაზარზე (წინასწარი ინფორმაციით, S-300 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან)”, - განაცხადა ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
მისივე ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, შევჩენკოვოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 13 წლის გოგონა, დაშავდა", - წერს სინეგუბოვი.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 60 წლის ქალი გარდაიცვალა. ყველა დანარჩენი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები ნანგრევების გაწმენდას განაგრძობენ.
სიახლეები
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"
- სტრატეგიის ნაკლებობა თუ ლიდერების დეფიციტი - რატომ ვერ გადაიქცა რუსთაველის აქციები მთელი ქვეყნის პროტესტად
- "განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს" - ირაკლი კობახიძე
- "წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს" - მეუფე შიო
- პოლიციამ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა
