კიევში აფეთქებების ხმა ისმის - უკრაინული მედია
რუსეთის არმია უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს, კიევში აფეთქებების ხმა ისმის, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კიევის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ჟიტომირის ოლქებში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. ქალაქ ოდესაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ქალაქში ორი ელექტროსადგური დაზიანდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროების ნასროლი რაკეტები ლვოვის ოლქის მიმართულებით მიფრინავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესმდივანი იური იგნატი აცხადებს, რომ რუსეთი ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს უკრაინის ცენტრალურ ნაწილს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა კიევის მიმართულებით 15-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.
დედაქალაქში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც ადასტურებს.
„აფეთქება კიევში! დარჩით თავშესაფრებში!" - წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
