ისრაელის ხელისუფლება მოქალაქეებისთვის იარაღის ტარების რეგულაციებს ამარტივებს
ისრაელის ხელისუფლება მოქალაქეებისთვის იარაღის ტარების რეგულაციებს ამარტივებს მას შემდეგ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა. მინისტრთა კაბინეტში მიაჩნიათ, რომ რიგითი მოქალაქეები იარაღის ტარების შემთხვევაში თავდაცვას დამოუკიდებლადაც შეძლებენ.
ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს თავდამსხმელის ოჯახის წევრებისთვის ბინადრობისა და სოციალური დაცვის უფლების ჩამორთმევას. დეტალებზე მინისტრთა კაბინეტი დღეს იმსჯელებს.
თავდასხმების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრი და სწრაფი რეაგირების პირობა დადო. ასევე, გაიზრდება ისრაელის არმიის შემადგენლობა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
იერუსალიმში 27 და 28 იანვარს ორი თავდასხმა მოხდა. პირველ შემთხვევაში შეიარაღებულმა პირმა აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან ცეცხლი გაუხსნა გამვლელებს, რასაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. გუშინ კი 13 წლის მოზარდმა ორი ადამიანი დაჭრა. ის საპასუხო ცეცხლით გაანეიტრალეს და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
