ბორის ჯონსონის განცხადებით, პუტინი გაერთიანებულ სამეფოზე სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა.
ჯონსონის მტკიცებით, პუტინმა უთხრა, რომ ბრიტანეთზე დარტყმას "მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა".
"ის ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა: "ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება““, - აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.
მისი თქმით, გააფრთხილა პუტინი, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას და ნატო-ს მეტი ჯარების რაოდენობის გაზრდას რუსეთის საზღვრებზე.
BBC-ი წერს, რომ სატელეფონო საუბრის დეტალები გადმოცემულია დოკუმენტურ ფილმში, „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“, რომელიც დღეს მოგვიანებით გავა ეთერში.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
