"მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები ჩაიშალა"- დიმიტრი მედვედევი
მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები საშინლად ჩაიშალა, არ მუშაობს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„სამრეწველო პროდუქტებისა და სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა ჩაანაცვლა ჩვენმა, რუსულმა, ხოლო დაკარგული - აზიურმა ბრენდებმა. პარალელური იმპორტიც მუშაობს, საიდანაც იგივე დასავლურ ბრენდებს ვიღებთ და მათი მფლობელები არაფერს იღებენ. ასე რომ, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის - ამერიკელები ფულს შოულობენ დამცირებული ევროპის ხარჯზე. ამასთან, სავალუტო ფონდიც კი პროგნოზირებს წელს ეკონომიკურ ზრდას რუსეთში“, - აღნიშნა მედვედევმა.
მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს დასავლური ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებას ყოველგვარი ლიცენზიებისა და ჰონორარიების გადახდის გარეშე ყველაფერზე, ფილმებიდან დაწყებული ინდუსტრიული პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე
