იტალიის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს
იტალიის ხელისუფლება ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს.
კერძოდ, მოქალაქეებს მოუწოდებენ შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ.
„გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცუნამის განგაშის ცენტრის მონაცემების საფუძველზე, სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა გამოსცა გაფრთხილება 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი თურქეთსა და სირიას შორის მდებარეობდა, იტალიის სანაპიროზე შესაძლო ცუნამის ტალღების შესახებ. რეკომენდებულია ზღვისპირა ტერიტორიების დატოვება, უფრო მაღალ მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილობრივი ხელისუფლების მითითებების დაცვა“, - აღნიშნულია იტალიის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 284 ადამიანი დაიღუპა თურქეთში და 237 - სირიაში. დანგრეულია ათობით შენობა და დაშავებულია ასობით ადამიანი.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
