კადიროვი იმუქრება, რომ უკრაინის მერე პოლონეთს დაარტყამენ
“რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარი მოკავშირე რამზან კადიროვი ახლა უკვე პოლონეთს ემუქრება.
ჩეჩნეთის მეთაურმა ორშაბათს თქვა, რომ უკრაინის შემდეგ, სწორედ პოლონეთს მოუწევს “დემილიტარიზაცია” და “დენაციფიკაცია”. “რა იქნება უკრაინაში რუსეთის წარმატებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ? დაიწყებს რუსეთი შემდეგი ქვეყნის დემილიტარიზაციასა და დენაზიფიკაციას? რაც არ უნდა იყოს, პოლონეთი რუკაზე უკრაინის მერე მოდის. არ დავმალავ და ეს აქამდეც ბევრჯერ მითქვამს, რომ სატანიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ევროპაში უნდა გაგრძელდეს, პირველ რიგში ეს პოლონეთის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს!” - განაცხადა კადიროვმა თავის ტელეგრამ არხზე. სამშაბათს, რამზან კადიროვმა ისიც თქვა, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უკრაინაში 2023 წლის ბოლოს დასრულდება და დასავლეთისთვის რუსეთის წინაშე მუხლის მოდრეკის დრო მოვიდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კადიროვი იმუქრება, რომ უკრაინის მერე პოლონეთს დაარტყამენ - ვარშავაში ეს მუქარა სერიოზულად მიიღეს.
“სპეციალური სამხედრო ოპერაცია ამ წლის ბოლომდე დასრულდება, ევროპელი ქვეყნები კი აღიარებენ, რომ ცდებოდნენ და რუსეთს ფეხებში ჩაუვარდებიან, რის შემდეგაც ისინი რუსეთთან თანამშრომლობას ყველა სფეროში დაიწყებენ”, - ამბობს კადიროვი პოსტში. უკრაინაში ახალი შეტევის დასაწყებად რუსეთი 300 000-იდან 500 000-მდე ჯარისკაცის მობილიზაციას აპირებს - ამ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება. გასულ წელს თავად რამზან კადიროვმა მრავალჯერ გააჟღერა და რუსეთის მოკავშირე ბელარუსიამაც არაერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ პოლონეთი შემდეგი ქვეყანა იქნება. სიტუაცია ვარშავასა და მოსკოვს შორის 2022 წლის ნოემბერში საგრძნობლად დაიძაბა, როდესაც რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბოლოოდ გამოძიებამ დაადგინა, რომ რაკეტა უკრაინის მიმართულებით იყო ნასროლი, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა იგი მოიგერიეს რის შემდეგაც იგი პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსეთ-პოლონეთის შესაძლო დაპირისპირებაზე ამერიკაში პოლონეთის ელჩმა, მარეკ მაგეროვსკიმ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთისგან გამორიცხული არაფერია და პოლონეთი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რუსეთი ყოველთვის ჩვენი მეზობელი იყო, ჩვენ ვიცით მათი პოლიტიკა და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო მოვლენისთვის მზად უნდა ვიყოთ”, - განაცხადა მარეკ მაგიროვსკიმ. ვარშავა უკვე სერიოზულად ემზადება მოსალოდნელი საფრთხისთვის. სამშაბათს პოლონეთის დავდაცვის მინისტრმა, მარიუჯ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ პოლონეთის სამხედროები საზენიტო წრთვნებს ატარებენ, რათა აგრესორს აჩვენონ, რომ პოლონეთი ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის, გამშვები დანადგარების შესაძლო მიყიდვაზე ისაუბრა. მათივე თქმით, ეს ვარშავის სამხედრო მოდერნიზებას ემსახურება. შეიძლება აღნიშნულ სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად პოლონეთს 45 ერთეული არმიის ტაქტიკური სისტემა მიყიდონ, რომელსაც ბევრად დიდი სამოქმედო დიაპაზონი აქვს. საგულისხმოა, რომ ასეთი მასშტაბური იარაღი ამერიკას ჯერ უკრაინისთვის არ გაუგზავნია”, - დასძენს გამოცემა
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"