აშშ-მა უკრაინა ომში გარდამტეხი მომენტის დადგომის შესახებ გააფრთხილა
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააფრთხილა უკრაინის ხელისუფლება, რომ რუსეთთან ომში დგება გადამწყვეტი მომენტი და უკრაინის არმიამ უნდა მიაღწიოს რაც შეიძლება მეტ წარმატებას ბრძოლის ველზე, როდესაც ის იღებს დიდი რაოდენობით დასავლურ სამხედრო დახმარებას.
ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Washington Post-ი იუწყება.
მომდევნო თვეები კრიტიკული რომ იქნება, ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას აცნობეს ამერიკელმა ოფიციალური პირებმა, რომლებიც იანვარში კიევში იმყოფებოდნენ.
"უკრაინისათვის „სადამდეც საჭირო იქნება, მანამდე მხარდაჭერის“ დაპირებების მიუხედავად ამერიკის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დასავლეთის დახმარების უახლესი პაკეტი კიევს კონფლიქტში გარდატეხის შეტანის საუკეთესო შანსს აძლევს. მაგრამ მომავალში, გაზეთის თანამოსაუბრეების აზრით, სიტუაცია შეიძლება არც ისე წარმატებული იყოს, რადგან რესპუბლიკელები, რომლებიც ახლა წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, უკრაინის მხარდაჭერის შემცირებას აპირებენ. ასევე გაურკვეველია, დარჩება თუ არა ევროპიდან კიევისთვის იარაღის მიწოდება არსებულ დონეზე", - წერს გაზეთი.
"ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ მათთვის იმის ახსნას, რომ რომ აბსოლუტურად ყველაფერს განუსაზღვრელი დროით ვერ გავაკეთებთ", - ციტირებს გაზეთი აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსანს.
ამ ზაფხულს იწურება უკრაინისთვის დახმარების არსებული პაკეტი, რომლის შემდეგ კიევისთვის დახმარების გაწევა უფრო რთული გახდება. ამჟამად ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესთან უკრაინისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით კიდევ 10 მილიარდი დოლარი გამოყოფის საკითხზე მუშაობს. მოსალოდნელია, რომ დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ინტერვენციის წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან ერთად გამოცხადდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ ერთიანი პოზიციით უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იმდენ ხანს, "რამდენი დროც უნდა დასჭირდეს".
აშშ-მა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად გაიღეს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მოიცავდა საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც. აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიზანია რუსეთში ფინანსური ზარალის გამოწვევა.
პუტინი აკრიტიკებს უკრაინისადმი დასავლეთის დახმარებას, რასაც რუსეთისთვის საფრთხედ მიიჩნევს. იგი აცხადებს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში.
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი