"მიწისძვრის შემდეგ თურქეთსა და სირიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს" - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლიგემ გააკეთა.
თურქეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ბათირ ბერდიკლიჩევის განცხადებით, სტიქიური უბედურების ზონაში წყლისა და კანალიზაციის სისტემა სერიოზულად არის დაზიანებული.
„ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგანაც ჩნდება საფრთხე, რომ გავრცელდეს წყლით გადამდები და ინფექციური დაავადებები“, – აღნიშნა ბათირ ბერდიკლიჩევმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე შიშობენ, რომ თურქეთსა და სირიაში სეზონური გრიპებისა და კოვიდინფექციის ეპიდემიის რისკიც მაღალია.
სპეციალისტების თქმით, თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული დახმარება 26 მილიონ ადამიანს სჭირდება. მათგან მილიონი ადამიანი თურქეთში, სახლ-კარის გარეშე დარჩა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ევროპის რეგიონში მსგავსი მასშტაბის სტიქიური უბედურება საუკუნეა, არ მომხდარა. ორგანიზაციამ უკვე მოუწოდა დონორებს, თურქეთსა და სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად 34 მილიონი დოლარის მობილიზება მოახდინონ.
სიახლეები
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"
- სტრატეგიის ნაკლებობა თუ ლიდერების დეფიციტი - რატომ ვერ გადაიქცა რუსთაველის აქციები მთელი ქვეყნის პროტესტად
- "განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს" - ირაკლი კობახიძე
- "წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს" - მეუფე შიო
- პოლიციამ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა
