ომის წლისთავზე დასავლეთი უკრაინის დახმარების განსაკუთრებულ პაკეტს ამზადებს
ნატო უკრაინაში რუსების შემდგომ იერიშს გაზაფხულზე ელის, რისთვისაც საკონტაქტო ჯგუფის პარტნიორებთან კიევის მხარდაჭერისთვის მიდის მუშაობა, რომ ბრძოლის ველზე საჭირო ეფექტი შეიქმნას. “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრაზე, წინა პლანზე სამი ძირითადი საკითხი წამოიწია - საბრძოლო მასალების წარმოების გაზრდა, ტანკების მიწოდების დაჩქარება და მორიგი უპრეცედენტო ფულადი დახმარების გამოყოფა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე განცხადებას ამზადებს, რომლებიც მიმართულია იმისთვის, რომ ომის წლისთავზე უკრაინისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა აჩვენოს. ამასთან როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ყინული მოერიშე თვიითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებითაც დაიძრა, რადგან გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი 3-4 თვეში იქნება შესაძლებელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ომის წლისთავზე დასავლეთი უკრაინის დახმარების განსაკუთრებულ პაკეტს ამზადებს.
“შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებაზე ორ კომპანიასთან 522 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა .მედიის ინფორმაციით, შეკვეთა მიიღეს “ნორტროპ გრუმმან სისტემს”-მა და “გლობალ მილიტარი პროდუქტს”-მა. შეერთებული შტატები ახალი ტვირთიდან საბრძოლო მასალის უკრაინაში ჩატანას მარტში გეგმავს. კონტრაქტები დაიდო პენტაგონის ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანი უკრაინის უსაფრთხოების შენარჩუნებაა. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი წერს, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის “რამშტაინის” ფორმატში შეხვედრის მეორე დღეს, უკრაინისთვის ტანკების მიწოდება უნდა განიხილონ. მისი თქმით, იგი მადლობელია „რამშტაინის" მონაწილე ქვეყნების და ნატო-ს წევრი ქვეყნების, ხოლო ხვალ “მეტ დროს დახარჯავენ ტანკების საკითხის განხილვაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს უკრაინას გამოუყონ: “ბრედლისა” და “აბრამსის” ტანკები აშშ-დან, “ჩელენჯერის” ტანკები - გაერთიანებული სამეფოდან, ასევე მოდერნიზებული ტანკები აშშ-დან, ნიდერლანდებიდან და ჩეხეთიდან და თ-72 ტიპის ტანკები პოლონეთიდან. დახმარება ასევე მოიცავს მნიშვნელოვან ნაბიჯებს “ლეოპარდის” ტანკებთან დაკავშირებით კანადიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან და პორტუგალიიდან. “სკაი ნიუსი”ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე განცხადებას ამზადებს, რომლებიც მიმართულია იმისთვის, რომ შემდეგ კვირას ომის დაწყებიდან წლისთავზე უკრაინისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა აჩვენოს”, - განაგრძობს გამოცემა.
“იგი მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პოტენციალურ პაკეტს, რათა კიევში მყოფ ხელისუფლებას ფუნქციონირებაში დაეხმაროს. გამოცემის წყაროების თანახმად, აღნიშნული პაკეტი უკრაინის ხელისუფლებისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება იქნება. მათი თქმით, უახლოეს დღეებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ დიდ პაკეტზე იქნება განცხადებული. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხი წამოიწია, ესაა საბრძოლო მასალების წარმოების ზრდა, ტანკების მიწოდების დაჩქარება და უპრეცედენტო დახმარება უკრაინას. ამასთან, როგორც ბერიძე აღნიშნავს, მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზეც ყინული დაიძრა”, - დასძენს გამოცემა.
“სამი ძირითადი საკითხია, რაც შეიძლება “რამშტაინის” შეხვედრიდან გამოვკვეთოთ, პირველი, ესაა საბრძოლო მასალების წარმოება, რომელიც უკრაინისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ მხრივ ნაკლებობაა. განსაკუთრებით საარტილერიო საბრძოლო მასალები. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საბრძოლო მასალების წარმოება გაზარდონ, აშშ-მა უკვე ორ კომპანია დაასახელა, რომ უკვე კონტრაქტი აქვთ გაცემული, რომ დაჩქარებული ტემპით დაიწყოს წარმოება და ევროპის ქვეყნები აპირებენ, რომ როგორც “კოვიდის” ფონდი შექმნეს და მასთან ბრძოლა ერთიანი ძალებით დაიწყეს, ამდაგვარი მეთოდით აპირებენ, რომ საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდონ და მწარმოებლებს გარკვეული შეღავათები მისცენ. ტანკების გადაცემის დაჩქარებაც ეტაპობრივად იქნება და კიდევ რაც საინტერესო იყო, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბომბდამშენი ავიაციის გადაცემის საკითხზე ისეთი კედელი უკვე აღარაა და ჩვენ უკვე შეგვიძლიაო, ანუ ამ მიმართულებითაც ყინული დაიძრა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.
“რაც შეეხება ფუილად დახმარებას, ეს სერიოზული ციფრია, მაგრამ აშშ-ს დახმარება, რომელიც “რამშტაინის” შედეგად გაცხადდა, ეს მაინც საბრძოლოა. ტანკებია, საბრძოლო ტექნიკაა თუ საბრძოლო მასალებია, ეს ყველაფერი ფული ღირს... რუსეთის იერიში კი უკვე კარგა ხანია დაწყებულია, დონბასის ყველა მიმართულებაზე მიდის. სტრატეგიულად რომ ვიმსჯელოთ, დონეცკისა და ლუგანსკის მიღმა რუსეთს მეტი შესაძლებლობა არ აქვს და მათთვის არც არაფერი შედეგის მომტანი არ იქნება. ახლა რუსერთი ცდილობს, რომ დონბასის მიმართულებაზე ინიციატივა ისევ თავის მხარეს აიღოს. თებერვალი-მარტი უკრაინის დამცველებისთვის რთული იქნება, რადგან ამ პერიოდში ალბათ იმ დიდ დახმარებას ისეთი ტემპებით ვერ მიიღებენ და მაინც მოუწევთ, რომ დონბასის მიმართულებაზე შეტევა არსებული საშუალებებით შეაკავონ”, - დაასკვნის ლაშა ბერიძე.
“სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “რამშტაინის” შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა, რაც შეეხება ფულად დახმარებას, მაისაია მიიჩნევს, რომ ამის გადაცემა პოლონეთის ჩართულობით მოხდება. “რამშტაინზე” ტანკების გადაცემის დაჩქარებას გაესვა ხაზი და როგორც მე ვიცი უკრაინა პირველ სერიას მარტში მიიღებს, ასევე მიიღებს საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს, რომ ჰაერი დაიცვან. ავიაგამანადგურებლებზე საკითხის დამუშავება, განხილვა და დებატები მიდის და ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ ყოფილა. ასევე საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. აშშ ათი მილიარდი დოლარის საკითხს პოლონეთთთან ერთად გადაწყვეტს, ამ თანხას მიაწვდის და იმ თანამედროვე შეიარაღების ნუსხას გადასცემს, რომელსაც პოლონეთი აშშ-სგან მიიღებს. პოლონეთს იმიტომ გადასცემენ, რომ ეს ფორპოსტია, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების ვარიანტში და როგორც რუსეთის შემაკავებელი პრევენციული სტატუსის მქონე ქვეყანა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"