"გავუძელით ფართომასშტაბიანი ომის პირველ დღეს, არ დავნებდით, ვიცით, რომ ყოველი დღისთვის უნდა ვიბრძოლოთ"

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით უკრაინელ ხალხს მიმართა.

„ერთი წლის წინ ამავე ადგილიდან, დაახლოებით დილის 07:00 საათზე მოგმართეთ მოკლე განცხადებით, რომელიც სულ რაღაც 67 წამს გრძელდებოდა. ვთქვი ორი რამ, რომელიც ყველაზე მთავარი იყო მაშინ და ახლა. ის, რომ რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და ის, რომ ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. ჩვენ ყველას დავამარცხებთ, რადგან ჩვენ უკრაინა ვართ. ასე დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალი. ჩვენი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი დღე, ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე რთული დღე. ჩვენ ადრე გავიღვიძეთ დ ამის შემდეგ არ გვიძინია.

 

ვიღაცას ეშინოდა, ვიღაც შოკში იყო, ვიღაცამ არ იცოდა, რა ეთქვა, თუმცა ყველა გრძნობდა, რა გააკეთოს. გზებზე გაჩნდა საცობები, თუმცა ბევრი იარაღის ასაღებად მიდიოდა. ბევრი იდგა საზღვარზე, თუმცა ბევრი სამხედრო კომისარიატებთან. ჩვენ არ ავწიეთ თეთრი დროშა, არამედ დავიწყეთ ცისფერი და ყვითელი დროშის დაცვა. არ შევშინდით, არ გავტყდით, არ დავნებდით. ამის სიმბოლოდ იქცნენ ზმეინის კუნძულის მესაზღვრეები და მარშრუტი, რომლითაც მათ რუსული სამხედრო გემი გაუშვეს. ჩვენი რწმენა და სულისკვეთება გაძლიერდა. ჩვენ გავუძელით ფართომასშტაბიანი ომის პირველ დღეს. არ ვიცოდით, რა იქნებოდა ხვალ, თუმცა ზუსტად ვიცოდით: ყოველი მომავალი დღისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენ ვიბრძოდით, ყოველ დღეს ბრძოლით მოვიპოვებდით. ჩვენ გავუძელით მეორე დღესაც, შემდეგ მესამეს. ჩვენ გვემუქრებოდნენ, რომ 72 საათში არ ვიარსებებდით, თუმცა ჩვენ გავუძელით მეოთხე დღესაც, შემდეგ მეხუთეს, დღეს კი ვდგავართ ზუსტად ერთი წელი. ამ დრომდე ვიცით, რომ ყოველი ხვალინდელი დღისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მარიუპოლის სამშობიაროს, დრამატული თეატრის, არკოვის, თავისუფლების მოედნის, კრამატორსკის სადგურის დაბომბვის, ბუჩაში, ირპენსა და ბოროდიანკაში ჩადენილი სისასტიკეების შემდეგ, მსოფლიომ ნათლად გააცნობიერა, რას ნიშნავს სინამდვილეში, „რუსული მშვიდობა“.

 

ზელენსკის განცხადებით, მსოფლიომ დაინახა, რა შეუძლია უკრაინას, რომელმაც მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმია შეაჩერა.

 

„უკრაინამ გააოცა და შთააგონა მსოფლიო. უკრაინამ გააერთიანა მსოფლიო. ამის დასტურად შესაძლებელია ათასი სიტყვის თქმა, თუმცა რამდენიმეც საკმარისია. Himars, Patriot, Abrams, IRIS-T, Challenger, NASAMS, Leopard. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს არტნიორს, მოკავშირესა და მეგობარს, რომელიც ჩვენს გვერდით დგას მთელი წელია. მოხარული ვარ, რომ პუტინის საწინააღმდეგო საერთაშორისო კოალიცია გაიზარდა იმდენად, რომ ცალკე მიმართვას საჭიროებს. ამას აუცილებლად გავაკეთებ უახლოეს დროში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა უკრაინელმა ვიღაც დაკარგა – მამა, შვილი, ძმა, დედა, და, საყვარელი ადამიანი, ახლო მეგობარი, კოლეგა, მეზობელი, ნაცნობი.

 

„თითქმის ყველას ტელეფონს აქვს სულ მცირე ერთი კონტაქტი, რომელიც აღარასდროს უპასუხებს. არ უპასუხებს მალე ტექსტურ შეტყობინებას „როგორ ხარ?“ ამ ორმა მარტივმა სიტყვამ ომის ერთი წლის განმავლობაში ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ყოველდღიურად მილიონობით უკრაინელი წერდა და ეუბნებოდა ახლობლებს, ნათესავებს ამ შეკითხვას. ყოველდღე ვიღაცას არ უბრუნდებოდა პასუხი. ყოველდღე ოკუპანტები კლავდნენ ჩვენს ახლობლებს და ნათესავებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არ მოისვენებს, ვიდრე რუსი მკვლელები საერთაშორისო ტრიბუნალის დამსახურებულ სასჯელს არ მიიღებენ.

 

„ზაფხულს ჩვენ ეს ვიგრძენით. ჩვენ ომის 100 დღე გავიარეთ. მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, დავიბრუნეთ ზმეინი, გავიგონეთ პირველი აფეთქება ყირიმში, დავინახეთ ფოიერვერკები ოკუპანტების საწყობებში და ანტონოვის ხიდი. აგვისტო გახდა პირველი თვე, როდესაც ოკუპანტებმა ვერც ერთი უკრაინული ქალაქი ვერ აიღეს. დენაციფიკაციის შესახებ მუქარები და ულტიმატუმი კეთილი ნების ჟესტებმა შეცვალა. მაშინ ჩვენ ვიგრძენით: ჩვენი გაამრჯვება გარდაუვალია. ის ახლოს არის და ის იქნება. შემდეგ იყო შემოდგომა და კონტრშეტევა. იზიუმის, ბალაკლეის, კუპიანსკის, ლიმანის ხერსონის ოლქის და ქალაქ ხერსონის გათავისუფლება“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

 

ზელენსკიმ ასევე მიმართ ოკუპაციაში მყოფ უკრაინელებს.

 

„უკრაინამ თქვენ არ დაგტოვათ, არ დაგივიწყათ, არ თქვა თქვენზე იარი. ასე თუ ისე, ჩვენ ყველა ჩვენს მიწას გავათავისუფლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინა აღდგეს. მივმართავ ყველას, ვინც იმყოფება საზღვარგარეთ: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინაში დაბრუნდეთ, რომ ეს შესაძლებელი გახდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

წაკითხვა 256 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 24 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.