"კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას" - BBC
კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას, როგორიცაა ბელარუსი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ რუსული კანონის ასლი შექმნეს, - ამის შესახებ BBC-ი წერს, რომელიც თბილისში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.
„საქართველოს დედაქალაქ თბილისში პოლიცია მეორე ღამეა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს. ადამიანები აღშფოთებულები არიან რუსული სტილის საკამათო კანონის გამო, რომელიც არასამთავრობო და მედია ჯგუფებს „უცხოურ აგენტებად“ შეაფასებს, თუ ისინი თავიანთი სახსრების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან მიიღებენ“, - წერს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები შიშობენ, ახალი კანონი, მიღების შემთხვევაში, დააზიანებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედებს.
BBC-ი წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაიზარდა, რასაც „ბევრი ქართველი მოსკოვის აგრესიულ ომად აფასებს, თუმცა, მთავრობამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და უარს აცხადებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ღიად გამოცხადებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე“.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
