"რუსეთი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს კონსტრუქციული როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში"
რუსეთის ფედერაცია მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს კონსტრუქციული როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა ჩინურ გამოცემა „ჟენმინ ჟიბაოში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით – „რუსეთი და ჩინეთი – პარტნიორობა მომავლისკენ“.
პუტინის თქმით, რუსეთი ჩინეთის მადლობელია დაბალანსებული ხაზისთვის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათი წარმოშობისა და რეალური მიზეზების გაგებისთვის.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო პროცესის მომავალი დამოკიდებულია მხოლოდ სერიოზული საუბრის მზადყოფნაზე, გართულებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, თუმცა, პუტინის თქმით, რუსეთისადმი მიმართული ულტიმატუმური მოთხოვნები არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის უინტერესობაზე მეტყველებს.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ნატო ცდილობს, მის საქმიანობას გლობალური მასშტაბი მისცეს და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეაღწიოს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ღრმად არის შეშფოთებული უპასუხისმგებლო და, უბრალოდ, საშიში ქმედებებით, რომლებმაც შეიძლება, ძირი გამოუთხაროს გლობალურ ბირთვულ უსაფრთხოებას.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
