მოსკოვი აჩქარებს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსიფიკაციას - ბრიტანული დაზვერვა
კრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციები აიძულებენ მოსახლეობას, მიიღონ რუსეთის ფედერაციის პასპორტები, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთი პასპორტებს უკრაინის ოკუპირებული ნაწილების „რუსიფიკაციის“ იარაღად იყენებს.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ხერსონში მცხოვრებნი გააფრთხილეს, რომ ისინი, ვინც 2023 წლის 1-ელ ივნისამდე არ მიიღებდნენ რუსულ პასპორტს „დეპორტირებული“ იქნებიან და მათ ქონებას ჩამოართმევენ.
„რუსეთი სავარაუდოდ დააჩქარებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის ბიუროკრატიაში ინტეგრაციას, რათა შემოჭრა წარმატებულად წარმოაჩინოს, განსაკუთრებით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
