"აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს"
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნას განცხადებით გამოეხმაურა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული. აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს.
„ხაზს ვუსვამთ, რომ ლაჩინის დერეფნის გავლით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხალხისა და საქონლის თავისუფალი და ღია გადაადგილება. მოვუწოდებთ მხარეებს განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და არამეგობრული ქმედებებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 23 აპრილს აზერბაიჯანმა ყარაბაღისკენ მიმავალ გზაზე საგუშაგოს შექმნის შესახებ განაცხადა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
