"დამატებით 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება, აბსურდული ბრალდებები წამიყენეს" - ალექსეი ნავალნი
პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აღძრეს „აბსურდული“ ტერორიზმის საქმე, რომლის მიხედვითაც მას დამატებით 30 წლით პატიმრობა ემუქრება.
მისი თქმით, აბსურდია იმის მტკიცება, რომ მე ციხეში ყოფნისას ჩავიდინე ტერორისტული აქტები.
„მათ დააყენეს აბსურდული ბრალდებები, რომლის მიხედვითაც მე 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მემუქრება.
დაჟინებით ვამტკიცებ, რომ პროცესის დახურვის მცდელობა არის არა მხოლოდ საქმის გაცნობაში ხელის შეშლის მცდელობა, არამედ იმის მცდელობაც, რომ არავინ გაიგოს ამის შესახებ“, - ნათქვამია ნავალნის მხარდამჭერების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2022 წლის 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს 3.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
