"გაწევრიანების საკითხი სტოლტენბერგზე რომ იყოს დამოკიდებული, უკრაინა ნატო-ში იქნებოდა"
გაწევრიანების საკითხი სტოლტენბერგზე რომ იყოს დამოკიდებული, უკრაინა ნატო-ში იქნებოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინელ, შვედ, დანიელ და ნორვეგიელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„იენსთან ჩემი ბოლო შეხვედრა ყველა წინა შეხვედრაზე უკეთესი იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს სამოკავშირეო გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება სტოლტენბერგზე რომ იყოს დამოკიდებული, უკრაინა ნატოში იქნებოდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინამ კი არ გადაწყვიტა ნატო-ში არ ყოფილიყო, არამედ მოკავშირეებმა თავის დროზე ვერ გაბედეს კიევის მიღებაზე გადაწყვეტილების მიღება.
„არც ისე სამართლიანია, რომ აქამდე არავის არ აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა ადამიანს უკრაინაში, მაგრამ ყველას აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა რუსეთს. ვფიქრობ, ეს არასამართლიანია… მგონია, რომ მთლიანობაში იენსმა თავისი პოზიცია შეიცვალა. არ ეწყინოს, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ უფრო გაბედული ადამიანი გახდა. ჩვენთვის, მშვიდობისთვის და ალიანსისთვის ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
