"კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა" - კრემლი
კრემლის განცხადებით, რუსეთმა ღამით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. ოფიციალური მოსკოვი პუტინის მკვლელობის მცდელობაში უკრაინას ადანაშაულებს.
„ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
გარდა ამისა, როგორც კრემლი განცხადებაში აღნიშნავს, ის თავდასხმას „დაგეგმილ ტერორისტულ ქმედებად“ მიიჩნევს.
მედია კრემლზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კრემლზე სავარაუდო თავდასხმაში ორი დრონი გამოიყენეს, თუმცა მათი მწყობრიდან გამოყვანა რუსეთის თავდაცვის ძალებმა მოახერხეს.
კრემლის განცხადებითვე, პუტინი აღნიშნულ რეზიდენციაში არ იმყოფებოდა, ის მოსკოვის მახლობლად, ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში მუშაობდა. გარდა ამისა, მედია იუწყება, რომ რუსეთის დედაქალაქმა არაავტორიზებული სამოქალაქო დრონების გამოყენება აკრძალა.
ამის გარდა, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია, მცირე კვამლი კრემლის თავზე.
სიახლეები
- ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ მან იგი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა
- “ექვს დიდ ქალაქში ვიომოთ, დანარჩენებში – ბოიკოტი, საერთო კანდიდატები, თბილისში სალომე ზურაბიშვილი ლიდერი და ჩვენ მის გარშემო” - ალეკო ელისაშვილი
- კომბოსტოს სალათი
- არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არასრულწლოვანები დააკავეს
- ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, 19 ივლისს საპროტესტო აქცია დააანონსეს