"კახოვსკის ჰესი ვეღარ აღდგება, წყალსაცავი 4 დღეში გაქრება" - „უკრჰიდროენერგო“
ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური ადრინდელი სახით ვერ აღდგება, სამანქანო დარბაზის აღჭურვილობა მთლიანად განადგურებულია, - ამის შესახებ "უკრჰიდროენერგო" იუწყება.
„აფეთქების შედეგად სამანქანო დარბაზი მთლიანად განადგურდა. ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომპანიის ცნობით, კახოვსკას წყალსაცავის „დამუშავება“ უახლოესი 4 დღის განმავლობაში მოხდება. დილის 9 საათიდან წყლის დონე უკვე სწრაფად ეცემა. „უკრჰიდროენერგო“ აგრძელებს სიტუაციის ანალიზს, ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ ნგრევის მასშტაბების, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დადგენაზე. ინფორმაცია განახლდება“, - აცხადებენ „უკრჰიდროენერგოში“.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ხერსონის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე „კრიტიკულ ზონაში“ დაახლოებით 16 000 ადამიანი იმყოფებოდა. მისი თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია ავტობუსებითა და მატარებლით მიმდინარეობს.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
