"მტერი დიდი ხანია, გვპირდება კონტრშეტევას, როგორც ჩანს, რაღაც დაიწყო" - დიმიტრი მედვედევი
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო.
მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთისთვის კიევის რეჟიმის კონტრშეტევაში მოულოდნელობები არ არის.
„მტერი დიდი ხანია, გვპირდება დიდ კონტრშეტევას და როგორც ჩანს, რაღაც უკვე დაიწყო. გასაკვირი არ არის, რადგან კიევის რეჟიმს არჩევანი არ აქვს. უნდა შეუტიოს. საჭიროა მიღებული ნადავლისა და იარაღის გამართლება. ბატონების იმედგაცრუება ზელენსკის და კომპანიას შეიძლება, დაუჯდეს არა მხოლოდ პოსტები, არამედ თავად სიცოცხლეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მტერი სწორად უნდა შევაფასოთ. მტერი და დასავლური სამყარო, რომელიც მას მხარს უჭერს, მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენი ქვეყანა დედამიწის პირიდან წაშალოს“, – თქვა დიმიტრი მედვედევმა.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
