"უახლოეს მომავალში რუსეთი საბრძოლო მორიგეობაზე ბირთვულ რაკეტა „სარმატს“ დააყენებს" - პუტინი
უახლოეს მომავალში რუსეთი საბრძოლო მორიგეობაზე ბირთვულ რაკეტა „სარმატს“ დააყენებს, - ამის შესახებ სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსული არმიის დახვეწა იმ „ახალი გამოწვევების გათვალისწინებითა“ და „ფასდაუდებელი გამოცდილებით“, რომელიც რუსულმა არმიამ უკრაინაში მიიღო, მიმდინარეობს. ამ კონტექსტში, პუტინმა უმთავრეს ამოცანად ბირთვული ტრიადის განვითარება დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ თავად რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების, არამედ „გლობალური სტაბილურობის“ გარანტიაა.
„სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ნაწილებისა და შენაერთების ნახევრამდე აღჭურვილია „იარს“-ის უახლოესი კომპლექსებით, ტარდება ჯარების გადაიარაღება „ავანგარდით“ (ჰიპერხმოვანი საბრძოლო ნაწილით). უახლოეს მომავალში საბრძოლო მორიგეობაზე ჩადგება კომპლექსი „სარმატი“ ახალი მძიმე რაკეტით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის თქმით, გეგმასთან მკაცრ შესაბამისობაში მიმდინარეობს სტრატეგიული ავიაციასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბირთვული არსენალის შევსება. კერძოდ, საბრძოლო მორიგეობაზე გამოსულია ფრეგატი „საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვი“, რომელიც „ცირკონის“ ჰიპერხმოვანი რაკეტებით არის შეიარაღებული.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო
