კახოვკას ჰესის ნგრევის შემდეგ, დნეპრმა შესაძლოა, შავ ზღვაში ნაღმები ჩაიტანა
უკრაინაში გაეროს განაღმვის პროგრამის ხელმძღვანელის პოლ ჰესლოპის განცხადებით, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰესის კაშხლის ნგრევის შემდეგ, მდინარე დნეპრის დინებას შესაძლოა, შავ ზღვაში ნაღმები ჩაეტანა. ამის შესახებ, „რადიო თავისუფლების“ ცნობით, პოლ ჰესლოპმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გაეროს ექსპერტი აღნიშნავს, საფრთხეს წარმოადგენს საბჭოთა წარმოების მსუბუქი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები სახელად „პეპელა“, რომლებიც სიმსუბუქის გამო, წყალმა შესაძლოა დიდ მანძილზე წაიღოს განსხვავებით მძიმე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, უახლოეს თვეებში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები შავი ზღვის სანაპიროზე აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. უკრაინული მხარის ცნობით, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში 5 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, დაკარგულად ითვლება კიდევ 13 ადამიანი.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
