რადიაციის გაჟონვის საფრთხე რუსეთში - “ჩვენამდე ეს ქიმიური ღრუბელი ვერ მოაღწევს”

“14 ივლისს რუსეთში, ურალის ელქტროქიმიურ კომბინატში ურანის შემცველი რეზერვუარის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა რეზერვუარის ჰერმეტიზაციის დარღვევამ გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი კუბური მეტრის მოცულობის კონტეინერი გასკდა. ქარხნის მფლობელი სახელმწიფო კორპორაცია “როსატომი” აცხადებს, რომ ინცინდენტი ლოკალიზებულია, მოსახლეობას რისკებს არ უქმნის და საამქრო გაწმენდილია. ფედერალურ სამედიცინო-ბიოლოგიურ სააგენტოში ადასტურებენ, რომ ტერიტორიაზე ქიმიური და რადიაციული დაბინძურების საფრთხე არ არსებობს”- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რადიაციის გაჟონვის საფრთხე რუსეთში - რა მოხდა სინამდვილეში ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში: “ჩვენამდე ეს ქიმიური ღრუბელი ვერ მოაღწევს”.

 

“ინცინდენტის გამო საწარმოში მყოფმა პერსონალმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და არცერთ მათგანს ჯანმრთელობის გაუარესება არ აღენიშნება. გამოცემა "E1" იუწყება, რომ ექსპერტების თქმით, ურანის ჰექსაფტორიდის შემცველი კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ეს არა რადიოლოგიური, არამედ ქიმიური საფრთხეა. ნოვოურალსკის ხელმძღვანელმა, სადაც ქარხანა მდებარეობს, ვიაჩესლავ ტიუმენცევმა მოუწოდა ქალაქის მცხოვრებლებს, “პანიკას არ აყვნენ” და “არ გაავრცელონ შეტყობინებები მესინჯერების საშუალებით”. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, “რეზონანსთან” აცხადებს რომ ამ ეტაპზე გლობალური საფრთხეები არ არსებობს, ლოკალურ დონეზე კი იქნება რადიაცია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ურალში ბირთვულ ელექტროსადგურზეა საუბარი, ეს არის მესამე კატეგორიის. აქ არის ორი ტიპის ელექტრონული მოწყობილებობის მწყობრიდან გამოყვანა, რომლის აღდგენა რთული საკითხი არ არის, მაგრამ, გამოიწვია სერიოზული საფრთხე და მაინც თავი დაიზღვიეს. ეს არის მესამე კატეგორიის ტიპის კრიზისული სიტუაცია, ლოკალიზება მაინც და მაინც რთული არ არის, ის, რომ ეს უფრო არის ბირთვული ელემენტის გაჟონვაზე საუბარი, ლოკალური ტერიტორიის ფარგლებში, ეს არ იქნება მასობრივი ხასიათის. ბირთვული რადიაციის გაჟონვის მესამე კატეგორიის საფრთხე, ანუ მოხდა რეაქტორის გადახურება, დროზე არ ჩაირთო გამაგრილების სისტემა, დააგვიანა და მოხდა ლოკალურ დონეზე ბირთვული რადიაციის გაჟონვა... ამ ეტაპზე ლოკალური ტიპის საფრთხე არსებობს, გლობალურ დონეზე საშიში არ არის, მაგრამ ლოკალურ დონეზე გარკვეულწილად შეიძლება მოხდეს რადიოლოგიური დაბინძურება. დაახლოებით საუბარია 5-დან 10 კილომეტრის ზონაში” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

წაკითხვა 284 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 18 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.