რუსეთი თურქეთსა და კატართან ერთად მარცვლეულის ახალ შეთანხმებას ამზადებს
რუსეთი თურქეთსა და კატართან ერთად ამზადებს ახალ შეთანხმებას მარცვლეულის შესახებ უკვე არსებული შეთანხმების ჩასანაცვლებლად, რომელმაც ერთი თვის წინ რუსეთის გასვლის გამო შეწყვიტა მოქმედება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.
ჟურნალისტებმა 21 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთისა და თურქეთის საელჩოებს შორის ოფიციალური მიმოწერა შეისწავლეს. ცნობებში ნათქვამია, რომ მოსკოვმა ანკარას წინასწარ აცნობა, რომ ის ტოვებს მარცვლეულის შეთანხმებას და რუსეთმა, თურქეთმა და კატარმა დაიწყეს ახალი სამმხრივი შეთანხმების შემუშავება ძველის ჩასანაცვლებლად.
შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, რუსეთიდან მარცვლეულის გატანა აფრიკის ღარიბ ქვეყნებში იგეგმება. ორგანიზატორი იქნება თურქეთი, ხოლო მოწოდების სპონსორი - კატარი.
Bild-ი წერს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, სავარაუდო შეთანხმების მიუხედავად, მოსკოვს მარცვლეულის თავდაპირველ შეთანხმებაში დაბრუნებას სთხოვს.
მარცვლეულის შეთანხმება, რომლის პირობებით, სურსათი გადიოდა შავი ზღვის რუსეთის მიერ ბლოკირებული ნავსადგურებიდან, გასული წლის ივლისში თურქეთისა და გაეროს დახმარებით დაიდო. ხელშეკრულება რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
17 ივლისს რუსეთი გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან. მოსკოვმა განაცხადა, რომ ზოგიერთი შეთანხმება რუსული სასუქებისა და სურსათის ექსპორტთან დაკავშირებით არ შესრულდა.
18 ივლისის შემდეგ რუსეთის არმიამ არაერთხელ დაბომბა ოდესის რეგიონი, რის სამიზნეც სანავსადგურო ინფრასტრუქტურა იყო. დაბომბვის მიზეზად კრემლი 17 ივლისის ღამეს ყირიმის ხიდზე თავდასხმას ასახელებს.
მარცვლეულის ინიციატივამ უზრუნველყო ოდესის პორტებიდან მსოფლიო ბაზარზე 33 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანა. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და გაერომ რუსეთს მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის განახლებისკენ მოუწოდეს.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
