რუსულმა არმიამ კონსტანტინოვკა დაბომბა, დაღუპულია 16 ადამიანი
უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსული ჯარის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე ინფორმაციას ავრცელებს.
„დაიბომბა ქალაქის ცენტრში მდებარე ადგილობრივი ბაზარი. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 16 ადამიანი, დაიჭრა - 5“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ჯარის მიერ ქალაქ კონსტანტნოვკაზე განხორციელებული დარტყმის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს საარტილერიო დარტყმა იყო.
მან, ასევე, დაადასტურა ინფორმაცია 16 დაღუპულის შესახებ.
"როცა, ვინმე, ჯერ კიდევ, მსოფლიოში რაიმე რუსულთან ცდილობს საქმის დაჭერას, ეს რეალობაზე თვალების დახუჭვას ნიშნავს. თავხედობა - ბოროტია, არამზადულია. სრულმასშტაბიანი არაადამიანობაა. რუსი ტერორისტების არტილერიამ ახლახან 16 ადამიანი მოკლა ქალაქ კონსტანტინოვკაში, დონეცკის ოლქში. ჩვეულებრივი ბაზარი, მაღაზიები, აფთიაქი, უდანაშაულო ხალხი - ბევრი დაიჭრა. სამწუხაროდ, დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი შეიძლება, გაიზარდოს. თანავუგრძნობ ყველას, ვინც ახლობელი და ნათესავი დაკარგა! ჩვენ რუსულ ბოროტებაზე, რაც შეიძლება მალე, უნდა ვიმარჯვოთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
