"თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებას ცდილობს" - მედია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებას ცდილობს.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ნიუ-დელიში მიმდინარე G-20-ის სამიტის მუშაობაში მონაწილეობს, ჯგუფის ლიდერებს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივისკენ მოუწოდებს.
ინფორმაციას სამიტის მონაწილე თურქეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს სურსათისა და სასუქის რუსული ექსპორტის დაზღვევის შემსუბუქებასა და საერთაშორისო გადახდების განსახორციელებლად SWIFT-ის სისტემაში მოსკოვის ხელახალი ჩართვისკენ მოუწოდებს. მოსალოდნელია, რომ თურქეთის პრეზიდენტთან დიალოგის შემდეგ, „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნები რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან სურსათის დაუყოვნებლივ და შეუფერხებელ მიწოდებას დათანხმდებიან და განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკაში, არსებული საჭიროებებისთვის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამენ. შეგახსენებთ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სანქციების შერბილების შესახებ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას არ განიხილავენ.
სიახლეები
- "ომს ვაბრუნებთ რუსეთში და ეს სრულიად სამართლიანია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს" - გიორგი ვაშაძე
- შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს
- "სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის, ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო" - შალვა პაპუაშვილი
- "მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა"
