კიევი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვის გახანგრძლივების გამო სარჩელის შეტანას გეგმავს
უკრაინა, მის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესებული აკრძალვის გამო, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ტარას კაჩკამ გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, “კიევს შეუძლია საპასუხო ზომები დააწესოს პოლონეთს, თუ ვარშავა არ შეწყვეტს ზომებს”.
“მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ ეს ქმედებები იურიდიულად არასწორია. ამიტომ ხვალ ჩვენ დავიწყებთ სასამართლო პროცესებს. ჩვენი აზრით, ეს ზომები (გადაწყვეტილება უკრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის იმპორტზე აკრძალვის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით) ევროკომისიის მიმართ სრული უნდობლობის გამოცხადებაა”, - აღნიშნა უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა ტარას კაჩკამ.
მისი თქმით, უკრაინა პოლონეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ზომების გატარების შესაძლებლობას განიხილავს, თუ ვარშავა უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვაზე უარს არ იტყვის.
“იძულებული ვიქნებით, მივიღოთ საპასუხო ზომები დამატებითი პროდუქტების მიმართ და ავკრძალოთ ბოსტნეულისა და ხილის იმპორტი პოლონეთიდან”, - განაცხადა უკრაინის ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, ევროკომისიამ 5 ქვეყანაში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში, უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ გაახანგრძლივა, თუმცა პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ცალმხრივად გააგრძელებენ.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
