უკრაინის შსს-მ რუსეთის სარაკეტო შეტევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
უკრაინაზერუსეთის დღევანდელ მასირებულ სარაკეტო შეტევას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, ლვოვის და როვნოს ოლქებში. დაშავდა 20-მდე ადამიანი.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ გამოაქვეყნა თავდასხმის პირველადი შედეგები. მინისტრის ინფორმაციით, ჩერკასში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაინგრა სასტუმროს შენობა და ხანძარი გაჩნდა ბაზრის ტერიტორიაზე. დაშავდა 7 ადამიანი.
კიევსა და კიევის ოლქში დაზიანებულია შენობები და ერთ-ერთი საწარმო. კიევში 7 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევის ოლქში - 2.
ხარკოვში დაზიანებულია სასაწყობე შენობა, დაიჭრა 2 ადამიანი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა როვნოს ოლქში. ლვოვის ოლქში სარაკეტო დარტყმა იყო სამრეწველო ზონაზე.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით დილის 5 საათისთვის გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების Ту-95МС ტიპის თვითმფრინავებიდან მოსალოდნელია ფრთოსანი რაკეტებით შეტევა და მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. უკრაინის ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის 7 საათისთვის შეწყდა.
სარაკეტო შეტევის გარდა, გასულ ღამით და დღეს დილით, რუსმა სამხედროებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს ქალაქ ხერსონზე. დარტყმა იყო საერთო საცხოვრებლის შენობასა და მრავალბინიან კორპუსზე. დაიღუპა 3 ადამიანი.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი