„ჰამასის“ ტყვეობაში 199 მძევალი იმყოფება - გვაქვს გარკვეული ინფორმაცია მათი ადგილსამყოფლის შესახებ"- ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, „ჰამასის“ ტყვეობაში, სულ მცირე 199 მძევალი იმყოფება.
თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, შესაბამისი ინფორმაცია 199-ვე მძევლის ოჯახს მიაწოდეს.
ჰაგარის თქმით, მძევლებს შორის ბევრი მოხუცი, ბავშვი და ქალია. მისი მტკიცებით, სამხედროებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია მძევლების ადგილსამყოფლის შესახებ.
„ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, სად არიან მძევლები ღაზაში და გვაქვს ასეთი ინფორმაცია“, - აღნიშნა ჰაგარმა.
მისი თქმით, ისრაელი არ განახორციელებს თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მძევლებს.
ცნობისათვის, ისრაელის თავდაცვის ძალები ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში 155 მძევლის ყოფნას ადასტურებდა.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
