„ჰეზბოლა“ ისრაელთან ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს - შესაძლოა, ლიბანი ომში ჩაითრიოს"
„ჰეზბოლა“ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს და შესაძლოა ლიბანი ჩაითრიოს ომში, რომლიდანაც ვერაფერს მოიგებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა.
„ნამდვილად მზად არის ლიბანის სახელმწიფო, ღაზას ტერორისტების გამო საფრთხე შეუქმნას იმას, რაც ლიბანის კეთილდღეობისა და სუვერენიტეტისგან დარჩა?“, - აღნიშნა კონრიკუსმა.
მისი თქმით, „ჰეზბოლა“ უტევს ისრაელის პოზიციებს ისრაელი-ლიბანის ჩრდილოეთ საზღვართან და სიტუაციას ამძაფრებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ინფორმაციით, „ჰეზბოლა“ რაკეტებს სამოქალაქო შენობებიდან და დასახლებული ტერიტორიიდან ისვრის, რაც მსხვერპლს იწვევს როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე სამხედროებში.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე
