აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს აგზავნის
აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა (THAAD) და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის დამატებით ბატალიონებს გაგზავნის , - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს.
„ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დეტალური დისკუსიების შემდეგ, რეგიონში თავდაცვის დეპარტამენტის შემდგომი პოზიციის გასაძლიერებლად მთელი რიგი დამატებითი ნაბიჯების განკარგულება გავეცი”, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
მისი თქმით, გარდა ამისა, შეერთებულ შტატებს რეგიონში განლაგებისთვის მზადყოფნაზე დამატებითი ჯარები გადაჰყავს.
„ეს ნაბიჯები გააძლიერებს რეგიონული შეკავების ძალისხმევას, გაზრდის აშშ-ის ძალების დაცვას რეგიონში და დაეხმარება ისრაელს თავდაცვაში“, - აღნიშნა ოსტინმა.
შეგახსენებთ,შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო ძალები გაგზავნა, მათ შორის ორი ავიამზიდი, მათი დამხმარე გემები და დაახლოებით 2 000 საზღვაო ქვეითი.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი