"დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას ვერ დავუშვებთ" - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევას მოისურვებდა იმ შემთხვევაში, თუ მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი, „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი კენჭს არ იყრიდა.
„ტრამპი რომ არ იყრიდეს კენჭს, დარწმუნებული არ ვარ, რომ მივიღებდი მონაწილეობას, ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა იმ რისკებზე, რომელსაც, მისი აზრით, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი დემოკრატიას უქმნის და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა ბევრად უფრო ავტოკრატიული იქნებოდა, ვიდრე პირველი.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
