"უნგრეთს შეუძლია უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება"
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთს შეუძლია უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება. ამის შესახებ ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არის ცუდი გადაწყვეტილება. ჩვენ შეგვიძლია, ეს პროცესი მოგვიანებით შევაჩეროთ და თუ საჭირო იქნება, ჩვენს მუხრუჭს დავაჭერთ და საბოლოოდ გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტის მიერ იქნება მიღებული“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვეტო დაადო უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მან ეს გააკეთა იმისთვის, რათა დარწმუნებულიყო, რომ უნგრეთი მიიღებს დაფინანსებას ევროკავშირის ბიუჯეტიდან.
„ეს არის დიდი შესაძლებლობა უნგრეთისთვის, მკაფიოდ განაცხადოს, რომ მან უნდა მიიღოს ის, რისი უფლებაც აქვს და არა ამის ნახევარი ან მეოთხედი“, – განაცხადა ორბანმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის სამიტამდე ევროკომისიამ უნგრეთისთვის გაყiნული ფონდიდან 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ევროკავშირს უნგრეთისთვის განკუთვნილი 22 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა ჰქონდა გაყინული კორუფციასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
სიახლეები
- "ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს"
- "ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა" - APA
- “აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ნოემბრისთვის
- "სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი" - შსს
