"არ უნდა დავუშვათ რუსეთს გამარჯვება, რადგან მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ევროპისა და მთელი რუსეთის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება"
საფრანგეთის პრეზიდენტი თებერვალში უკრაინაში უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების დასასრულებლად ჩავა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი აქტიურად თანამშრომლობს კიევთან ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმებაზე, რომელსაც მხარეები სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოაწერენ ხელს.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, შეთანხმების მიხედვით, უკრაინას საბრძოლო მასალას, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიაწოდებს.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავუმკლავდეთ ახალ დისბალანსებს. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი რისკი არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ და არ უნდა დავუშვათ რუსეთს გამარჯვება, რადგან მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ევროპისა და მთელი რუსეთის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება. რუსეთისთვის გამარჯვების მიცემა, იმის აღიარებაა, რომ საერთაშორისო წესრიგის წესები, როგორც ჩვენ განვსაზღვრეთ, შეიძლება, აღარ იყოს დაცული. ჩვენ ვაპირებთ გაცილებით მეტი აღჭურვილობის მიწოდებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად“, – განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
