"მნიშვნელოვანია გაკეთდეს შესაძლებელი და შეუძლებელი, რომ უკრაინამ რუსეთის დამარცხება შეძლოს"
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროს კონსოლიდაციის შენარჩუნება და რუსეთის დამარცხება.
„გვახსოვს: ომი რუსეთმა დაიწყო უკრაინის ფრონტზე, მაგრამ მისი სამიზნე მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობა არ არის და ამიტომ, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროს მაქსიმალური კონსოლიდაცია და შესაძლებლის და შეუძლებლის გაკეთება იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის დამარცხება შეძლოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ევროპული სახელმწიფოების გუნდებთან მუშაობა გრძელდება უკრაინის გაძლიერების, თავდაცვის ახალი პაკეტების მიღების და უსაფრთხოების გასაძლიერებლად ახალი გადაწყვეტილებების მიზნით.
"ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე და სანქციების თავიდან აცილების სქემების დაბლოკვაზე და რაც შეიძლება აქტიურად ვმუშაობთ რუსული აქტივების კონფისკაციაზე. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება რუსული აქტივების კონფისკაციის მიზნით ჩვენს მუშაობაში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
