"გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა" - მარია ზახაროვა
გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„თავის მხრივ, მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი გააუქმეს, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და პირდაპირი ფრენები აღადგინეს, რამაც ადამიანებს შორის კონტაქტებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას შეუწყო ხელი. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისახავთ მიზნად, რა თქმა უნდა, თბილისის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით“, - განაცხადა ზახაროვამ.
მარია ზახაროვამ 2023 წელს საქართველოსთან და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან ურთიერთობების განვითარების შედეგების შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა.
„ჩვენ სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებაში ჩვენი აფხაზი და ოსი მეგობრების დახმარება გავაგრძელეთ. ჭეშმარიტი ალიანსის სულისკვეთებით, ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკები სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მხარს თანმიმდევრულად უჭერდნენ. ადგილობრივი მოხალისეები რუს ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან, სოხუმი და ცხინვალი დონბასში ჰუმანიტარულ დახმარებას რეგულარულად აგზავნის“, - აღნიშნა ზახაროვამ.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა