"ნავალნი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალის მსხვერპლი გახდა" - ანგელა მერკელი
ალექსეი ნავალნი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალის მსხვერპლი გახდა, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
„საშინელებაა, რომ მამაცი, უშიშარი ხმა, რომელიც იცავდა თავის ქვეყანას, საშინელი მეთოდების გამოყენებით გაჩუმდა. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან, მის შვილებთან, მის მეგობრებთან და თანამშრომლებთან არის“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის ყოფილი კანცლერი თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსეი ნავალნის აქტიურად უჭერდა მხარს. მერკელმა ნავალნი საავადმყოფოში მოინახულა, როდესაც რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.
ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.
სიახლეები
- "ომს ვაბრუნებთ რუსეთში და ეს სრულიად სამართლიანია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს" - გიორგი ვაშაძე
- შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს
- "სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის, ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო" - შალვა პაპუაშვილი
- "მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა"
