მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე დრონებით შეტევას
სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე დრონებით შეტევის შედეგად. დაღუპულებს შორის მაშველებიც არიან.
რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე მორიგი იერიში გასულ ღამით მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია რამდენიმე სახლი, მათ შორის 14-სართულიანი კორპუსი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმისას ერთ-ერთი სახლის მობინადრე ქალი დაიღუპა.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას რამდენიმე ადგილზე ხანძარი მოჰყვა. ერთ-ერთ მისამართზე მაშველების მუშაობის დროს დრონებით მორიგი დარტყმა იყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ორი მაშველი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. კიდევ ერთი მაშველი დაჭრილია.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
