"უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ომში რომელ კომპრომისებზე წავა" - იენს სტოლტენბერგი
უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს ომში რომელ კომპრომისებზე არის მზად წავიდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსიაც 7 აპრილს გამოქვეყნდება.
ინტერვიუს ანონსის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ რუსი სამხედროები განდევნოს და რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს აიძულოს ოკუპაციის თავის მიზნებზე უარი თქვას, მან ასევე ივარაუდა, რომ კიევს, შესაძლოა, ასევე დათმობებზე მოუწიოს წასვლა.
„ბოლოს და ბოლოს, სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რომელ კომპრომისებზეა ის მზად წავიდეს, შესაძლებლობა უნდა მივცეთ ისეთ მდგომარეობაში იყოს, როდესაც ის რეალურად მიაღწევს სასურველ შედეგს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივნის თქმით, ის არ მოუწოდებს უკრაინას დათმობებზე ახლა წავიდეს, ხოლო „ნამდვილი მშვიდობა” მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც „უკრაინა გაიმარჯვებს“.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს რუსეთისგან, ჩინეთისგან, ირანისგან და ჩრდილოეთ კორეისგან შემდგარი “ავტორიტარული ალიანსი,” რომლის წევრების ერთმანეთს პრაქტიკულ დახმარებას უწევენ და რომელიც „სულ უფრო მჭიდრო ხდება“.
“თავდაცვითი მრეწველობისთვის საკვანძო დეტალების მიწოდებით ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას, რისთვისაც მოსკოვი პეკინს თავის მომავალს აძლევს გირაოთი,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სიახლეები
- "პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება" - მზია ამაღლობელი
- საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები
- "უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ რუსეთი, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში