" თვალყურს ვადევნებთ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შედეგებს " - სინდი დაიერი

ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის შედეგებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტრეფიკინგის საკითხებში, სინდი დაიერმა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვიყავით ასეთი – უცხოური აგენტების შესახებ კანონის - მიღებით. ამ ეტაპზე ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მას. ადამიანთა ტრეფიკინგის მონიტორინგისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისში ზოგჯერ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანამ შეიძლება მიიღოს კანონი საანგარიშო პერიოდში და ჩვენ შეიძლება შეშფოთებული ვიყოთ, მაგრამ ამ კანონის შედეგებს ან გავლენას მომავალ წლამდე ვერ ვხედავდეთ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რასაც ჩვენ დავაკვირდებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ასეთ მნიშვნელოვან მომსახურებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც ჩვენ ვეყრდნობით, მუშაობაში პრობლემები არ აქვთ. თუ მათ მუშაობაში პრობლემები შეექმნებათ, მაშინ ეს არის ის, რასაც ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს, როგორც ნებისმიერი მიღებული კანონის შედეგებს“, – განაცხადა სინდი დაიერმა.

წაკითხვა 175 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 26 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.