,,ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინს შეხვედრა სურს და ვაპირებ შეხვედრას ძალიან სწრაფად"- დონალდ ტრამპი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის აპირებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს "ძალიან სწრაფად" შეხვდეს მას შემდეგ, რაც მომავალ კვირას თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კითხვაზე, რა არის ომის დასრულების მისი სტრატეგია, ტრამპმა Newsmax-ს განუცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული.
„არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული. ვერ წარმომიდგენია, ის ძალიან აღფრთოვანებული იყოს იმით, თუ როგორ მიდის საქმე, რადგან მისთვისაც არ მიდის სავსებით კარგად“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, პუტინს მასთან შეხვედრა სურს.
„ვიცი, რომ მას სურს შეხვედრა და მე ვაპირებ შეხვედრას ძალიან სწრაფად. ამას უფრო ადრე გავაკეთებდი, მაგრამ საჭიროა ოფისში ყოფნა. ზოგიერთი რამისთვის საჭიროა, იქ იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
