სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა
თურქეთში, ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
კარტალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტზე განთავსებულ ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა, 51 კი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქმეს ხუთი პროკურორისგან შემდგარი ჯგუფი ექსპერტთა ხუთწევრიან კომისიასთან ერთად იძიებს.
ხანძარი 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმროში იმ დროისთვის 234 დამსვენებელი იმყოფებოდა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
